ახალი ამბები

ეკა ბესელია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხზე რეფერენდუმის მომხრეა

5 ივნისი, 2015 •
ეკა ბესელია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხზე რეფერენდუმის მომხრეა

უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელების საუკეთესო გზა რეფერენდუმია.

 

“მე მომწონს რეფერენდუმის იდეა. ყველაზე დემოკრატიული მიდგომაა, როდესაც ხალხს ეკითხები, როგორი სისტემა მოსწონს მას. მით უმეტეს, როცა ეს ეხება კონსტიტიციურ ცვლილებას. ცვლილება განხორციელდება, ამისთვის ვემზადებოდით. საკონსიტუციო სასამართლომ დააჩქარა ეს პროცესი. როცა გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასმართლოს არგუმენტები, რომელიც ჯერ არ არის ცნობილი, შესაბამისობაში მოვა”, – განაცხადა ბესელიამ. 

 

არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარული სიების გაუქმებას ითხოვენ, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, დაუჭერს თუ არა მხარს მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის გაუქმებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი