ახალი ამბები

საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულთა რაოდენობა იზრდება

5 ივნისი, 2015 •
საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულთა რაოდენობა იზრდება

მონაცემები აჩვენებს, რომ 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

 

 

შსს საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამო ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეოჯარიმების შემთხვევაშიც უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვნებელი ფიქსირდება – 275 953 პირი. 2013 წელს ვიდეოსაშუალებით დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 256 391-ს, ხოლო 2012 წელს -140 432-ს.

 

“აღნიშნულის განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, შესაძლებელია წარმოადგენდეს სანქციების გამარტივების ფონზე მოქალაქეთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების ფაქტების გახშირება, ხოლო, მეორე მხრივ, საპატრულო პოლიციის მუშაობის გააქტიურება. რაც შეეხება 2012 წელთან შედარებით 2013-2014 წლებში დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის გაორმაგებას, აღნიშნული ნათლად აჩვენებს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია”, – წერია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

 

 

თბილისი; ფოტო: ნეტგაზეთი
თბილისი; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი