ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო აპარატურას ელოდებიან

5 ივნისი, 2015 •
აფხაზეთში რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო აპარატურას ელოდებიან

ამის შესხებ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის, ანზორ გოოვის განცხადებაზე დაყრდნობით sputnik-ი წერს. 

 

“ექვსი სტანდარტული რენტგენის გარდა, სამი ფლუროგრაფიის აპარატი, ორი მამოგრაფი, სამი მოძრავი რენტგენი და ერთი დასხივების აპარატი ჩამოვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს აღჭურვილობა არ იდოს უფუნქციოდ წლობით, როგორც ადრე”,  – განაცხადა გოოვმა. 

 

ახალმა სამედიცინო აპარატურამ ზაფხულის ბოლოდან უნდა უზრუნველყოს, როგორც აფხაზეთის ქალაქების, ასევე, რაიონული სამედიცინო დაწესებულებები. 

 

მინისტრის თქმით, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ხარისხიან სამედიცინო ტექნიკას დაბალ ფასად როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ შეიძენს.

 

აფხაზეთის მედიისა და ქართული ოფიციალური მხარის ცნობით, რომელიც აფხაზეთიდან მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევს, სამედიცინო აპარატურის პრობლემა აფხაზეთში მძაფრად დგას. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი