ახალი ამბები

უსუფაშვილს მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა სურს

4 ივნისი, 2015 •
უსუფაშვილს მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა სურს

მისი თქმით, ამ ტიპის თემებზე ყველა საზოგადოებაში და ქვეყანაში, როგორც წესი, ძალიან სწრაფად ხდება პოლარიზება.


“აი, როგორც აბორტის მომხრეები და მოწინაღმდეეგები”.


“ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოტიკი საშინელებაა. გადავდივართ თემაზე, და რა ეფექტური მეთოდები არსებობს მასთან ბრძოლის. გადავიდეთ საკითხზე, უფრო მეტ ზიანს ხომ არ ვაყენებთ იმას, რასაც გვინდა რომ გავუფრთხილდეთ. როცა ამ საკითხზე გადავდივართ, უნდა გავიხედ-გამოვიხედოთ გვერდით, სად, როგორ ხდება ეს ამბავი. ის, რომ ნარკოტიკის გამსაღებელი და რეალიზატორი, დამამზადებელი უნდა დაისაჯოს, ამაზე არ ვსაუბრობთ. მძიმე ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაშიც სერიოზული ბრძოლაა საჭირო. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებზე, ისეთ თემაზე, როდესაც ჯარიმით და ციხეში ჩასმით მივიღებთ თუ არა შედეგს, ამაზე უნდა დავსვათ კითხვა.  აქ არ არის საუბარი ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე, რომ თავისუფალ ბრუნვაში იყოს და ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, საუბარია იმაზე, სასჯელით ვებრძოლოთ ამ მოვლენას თუ სხვა საშუალებებით.”


უსფაშვილის თქმით, დასათვლელია, რა მონაცემები არსებობს, რამდენია საქართველოში მარიხუანის მომხმარებელი და რამდენია დასჯილი.


“თუ ვნახავთ, რომ 1000-დან მხოლოდ ერთია დასჯილი, მაშინ ეს მეთოდი არ არის ეფექტური იმიტომ, რომ 999 აგრძელებს მოხმარებას. თუ ყველა ახალგაზრდა უნდა გვყავდეს ლუპის ქვეშ, მოწეული ხომ არ აქვს, და ამ პროცესში მეტს ვაშავებთ, ვიდრე შედეგს ვიღებთ, ეს ასაწონ-დასაწონია”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი