უსუფაშვილის თქმით, ზოგადად, თუ რაღაც საკითხებზე პრეზიდენტთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, ნორმალურია, “თუკი ეს არ აზარალებს ქვეყანას”.
პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “20/30”-ში ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს და არ დათანხმდება ათონელის ქუჩაზე გარემონტებულ შენობაში გადასვლას. თავად მარგველაშვილი აჟიოტაჟს მისი რეზიდენციის ირგვლივ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირებს. გარდა ამისა, ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ეს შენობა არ შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჭიროებებს.