“მე მაინტერესებს კვლევის ტენდენციები, ვიდრე აბსოლუტური მაჩვენებლები. რაც შეეხება იმას, იკლო თუ იმატა ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობამ, ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობით, მგონია, რომ ეს არის იმაზე ნაკლები, ვიდრე იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, იმიტომ, რომ მაშინ იყო ძალიან სერიოზული ენთუზიაზმი, ძალიან სერიოზული ტალღა. მაგრამ მაშინ ჩვენ, იმ პირობებში, რა პირობებშიც არჩევნები ჩატარდა, ძალიან ბევრმა ჩვენმა ამომრჩეველმა ვერ მოახერხა თავისი ხმის დაფიქსირება”.
მისი თქმით, დღეს მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნა გასაკვირი არ არის.
“მას შემდეგ ეს ბუნებრივი ამბავია, და ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ხელისუფლება, ეს იქნება დღევანდელი კოალიცია, ხვალინდელი პარტია თუ ლიდერი, თუ მიზნად დაისახავს აბსოლუტურ მაჩვენებლებს, ისეთებს, როგორიც ჰქონდა წინა პრეზიდენტებსა და პარტიებს, 93%, 95%, 85% და ა.შ. ეს არის გზა მარცხისკენ. ჩვენი ამოცანა არ არის 100-დან 100 მოქალაქის ჩვენს ჭკუაზე გადმოყვანა. ჩვენი ამოცანაა საკმარისი მხარდაჭერის მიღება”.