რაც შეეხება იმას, დაიწყება თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე, ჯავახიშვილი ამბობს:
“ადამიანების ინიციატივით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება და ამას კანონი არეგულირებს”.
დღეს, 4 ივნისს ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ “ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააპატიმრა, რადგან მან ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა”.




