ახალი ამბები

“მოქალაქის” პროექტში გამარჯვებული 41 მოსწავლე დააჯილდოვეს

4 ივნისი, 2015 •
“მოქალაქის” პროექტში გამარჯვებული 41 მოსწავლე დააჯილდოვეს

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია და მიზნად ისახავს სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. ოლიმპიადაში 1 277 სკოლის 22 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

 

41 გამარჯვებულიდან 20 საზღვარგარეთ, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე გაემგზავრება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, დანარჩენმა 21-მა მოსწავლემ საჩუქრად მიიღო პლანშეტები და კრებულები, ასევე, ისინი ზაფხულში ეკობანაკებში გაემგზავრებიან.

 

“ყველაზე მეტად რაც ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, სწორედ მსგავსი მობილიზებაა, რომ ყველა მოქალაქემ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ მან უნდა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა. 

 

“ძირითადი აქცენტი გაკეთდა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი და სამართლებრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარებზე. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტური ორ ეტაპად გაიმართა: პირველ ეტაპზე მონაწილეებმა დაწერეს არგუმენტირებული ესე შეთავაზებულ თემაზე, შემდეგ კი, მეორე ეტაპზე, 41-მა საუკეთესო მოსწავლემ სპეციალური ჟიურის წინაშე საგანგებო პრეზენტაციებით წარმოადგინა საკუთარი ნაშრომი”, – აცხადებენ ეროვნულ ცენტრში.


მასალების გადაბეჭდვის წესი