ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილე არ პასუხობს კითხვას, თუ რამდენ უწყებაშია დღეს “ოდეერი”

4 ივნისი, 2015 •
შს მინისტრის მოადგილე არ პასუხობს კითხვას, თუ რამდენ უწყებაშია დღეს “ოდეერი”

“სხვადასხვა ქვეყანაში არსეობობს ინსტიტუტი,  რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურაა, შესაძლებელია ჰყავდეს წარმომადგენელი, როგორც ამ ინფრასტრუქტურის დაცვაზე პასუხისმგებელი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

მინისტრის მოადგილემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შესაძლოა იგი იყოს ერთგვარი კონსულტანტი და ამავდროუალდ ერთგვარ ზედამხედველობას ახორციელებდეს.

 

იზორიას თქმით, ინსტიტუტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში იქნება. მისი თქმით, მომავალში უნდა დიწყოს საუბარი იმაზე, თუ როგორ მოხდება მისი საქმიანობის რეგულირება, შესაძლებელია “ოდეერის” ფუნქციები იყოს მთავრობის დადგენილებით გაწერილი.

 

კითხვას, თუ რამდენ უწყებაშია დღეს “ოდეერი” და რა ფუნქციები აქვთ მათ, იზორიამ გვიპასუხა, რომ ეს საიდუმლო ინფორმაციაა.

 

ე.წ. ოდეერები (ОДР – офицер действующего резерва) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არიან მივლენილი. თავდაპირველად მათ არსებობას შსს უარჰყოფდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) გაავრცელა ინფორმაცია, რომ მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების შესახებ (CV) სამინისტროებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციისა და მრჩევლის პოზიციაზე მყოფი პირების მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რამდენიმე მრჩეველი შესაძლოა იყოს ე.წ. „ოდეერი“. 

 

 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ოდეერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ოქტომბერს გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაცია თავის განცხადებაში 3 ასეთ შემთხვევაზე წერს, რომელთაგან ერთი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში ხდება, მეორე- სასჯელაღსრულების სისტემაში, ხოლო მესამე – პროკურატურაში.

ლევან იზორია, ნინო კობახიძე
ლევან იზორია, ნინო კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი