“მეც ამის მომხრე ვარ, რომ ეს სისტემა საჭიროებს ცვლილებას. რა დოზით და როგორი ფორმით მოხდება ცვლილება, ვერ გეტყვით, გავყვეთ მოვლენებს. მეც ეს პოზიცია მაქვს და მეც ვიაქტიურებ იმისათვის, რომ არ დარჩეს ეს სისტემა ძველი ფორმით,”- განაცხადა ივანიშვილმა.
განცხადება ივანიშვილმა დღეს, ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტის, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გააკეთა.
არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარული სიების გაუქმებას ითხოვენ. საპარლამენტო უმრავლესობას კი გადაწყვეტილი არ აქვს, დაუჭერს თუ არა მხარს მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის გაუქმებას. არსებული საარჩევნო სისტემის მოწინააღმედეგები ამბობენ, რომ მაჟორიტარული სიები ამომრჩეველთა ხმებს იპარავს და მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მანდატების რაოდენობას ხელოვნურად ზრდის.




