ახალი ამბები

“ლელო” უერთდება კვირას დაგეგმილ აქციას ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 

14 დეკემბერი, 2019 • 1953
“ლელო” უერთდება კვირას დაგეგმილ აქციას ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 

მოძრაობა “ლელო” უერთდება კვირას დაგეგმილ აქციას, რომელიც ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად იმართება. 

აქციის მონაწილეები თბილისში შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გამართავენ გააპროტესტებენ ექიმის დაკავებას და მოითხოვენ მის პატიმრობიდან გათავისუფლებას.  აქცია გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა გუშინ დაანონსეს და მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლება, მოითხოვეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, ასევე უწყებათშორისი კომისიის შექმნა. 

 “მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ძალა”, – წერია “ლელოს” 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

“ლელო” ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას “თავი დაანებონ” გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას: 

“ვაჟა გაფირნდაშვილი დღემდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეა, ჩვენი სახელმწიფო კი ვერაფერს აკეთებს მის დასაცავად.  მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან თავი გაანებონ პრობლემის მიჩუმათებას, კეკლუცობას საოკუპაციო რეჟიმთან, ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას და მისი ოჯახის შეურაცყოფას!!! გადადგან ეფექტური ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრნველსაყოფად და უკანონო ტყვეობაში მყოფი ადამიანების გამოსახსნელად”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი