“ანაშას მოხმარებასთან დაკავშირებით თუ რაზე მეკითხებით. ა, მარიხუანა? მე, სხვათაშორის, აქტიურად არ ვადევნებ თვალყურს. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ ეს კანონპროექტი გააიოლებს კანონმდებლობას და მარტივ დარღვევებზე აღარ იქნება პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, ვთქვათ, ხიფათი იგრძნობა, რომ ამით არ გაიზარდოს მოხმარება. მე არ მაქვს განსაკუთრებული პოზიცია. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ალბათ განვითარებული ევროპის ქვეყნები იქცევიან. არ ვიცი, არა მაქვს მე გამოკვეთილი პოზიცია,” – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი.