ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, გიორგი ქადაგიძეს კანონდარღვევა IMF-ის წარმომადგენლების თხოვნით აპატია

4 ივნისი, 2015 •
ივანიშვილის თქმით, გიორგი ქადაგიძეს კანონდარღვევა IMF-ის წარმომადგენლების თხოვნით აპატია

ივანიშვილის თქმით, ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თხოვნა.


“მე მართლაც გავითვალისწინე, ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ქართუ ბანკი. ქართუ ბანკზე იცოდნენ მათაც, რომ კანონი დაარღვია და ის დასასჯელია. ის კი არ მითქვამს მე, რომ ის დასაჭერია, ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ ვაპატიოთ. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია ეს გავაკეთო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ამ საკითხში ჩაერია იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა მის პირად ქონებას – ქართუ ბანკს. 

 

“ამ შემთხვევაში მე მოვახერხე ამის გაკეთება და ვაკეთებ კიდეც განცხადებას და არა სახელმწიფო და საერთო ქონებაზე, ეს განმარტება მათაც მივეცი, რომ საერთო ქონებაზე რეაგირებას ვერ გავაკეთებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

 

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ “ინტელექტ ბანკის”, “სტანდარტ ბანკის”, “სახალხო ბანკის” და “ქართუ ბანკის” საქმეების გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ქადაგიძემ დაიკითხოს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ იცის ამის თაობაზე, თუმცა, მისივე თქმით, “დარღვევებს დამტკიცება ჭირდება და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს”.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური ”ქართუ ბანკში” 2011 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ”ქართუს” შემოწმების ოფიციალურ მიზეზად ეროვნულმა ბანკმა მაშინ ტოპმენეჯმენტში მომხდარი ცვლილებები და  საინკასაციო მანქანის დაპატიმრებაა დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი