ახალი ამბები

პრემიერის ინიციატივით თბილისის აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი უნდა მიენიჭოს

4 ივნისი, 2015 •
პრემიერის ინიციატივით თბილისის აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი უნდა მიენიჭოს

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხდა თბილისის აეროპორტისთვის სახელის შერჩევა და გადარქმევა. ალექსეევკა, რაც ბოლო წლების განმავლობაში არის დამკვიდრებული, დღემდე, სამწუხაროდ, ასეა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა მერიასა და საკრებულოს, რომ  იმსჯელონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. პრემიერის თქმით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ამ საკითხზე ასვეე მნიშვნელოვანია.

 

ირაკლი ღარიბაშვილს სურს, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი, რასაც მე-12-13 საუკუნეში მცხოვრები პოეტის იუბლეს უკავშირებს. მომავალ წელს არის რუსთაველის 850 წლის იუბილე.

 

პრემიერის განმარტებით, მთავრობა აპირებს, რომ შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური სახელმწიფო კომისია შეიქმნას, რომელიც ამ იუბილეს აღნიშნავს “განსაკუთრებულად”.

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს თბილისის საკრებულოში იყო მსჯელობა, რომ თბილისის აეროპორტისთვის ეწოდებინათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი