მერიის განმარტებით, სასტუმროს პროექტი შეთანხმებულია ქეთევან დედოფლის გამზირი N29-ის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრებაა.
“აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკვერში იგეგმება სასტუმროს მშენებლობა, არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
მერიის ცნობით, ტერიტორია თბილისის მერიამ 2010 წელს გაასხვისა და ამ ტერიტორიაზე დაშვებულია სასტუმროს მშენებლობა(სარეკრეაციო ზონა 2 (რზ2).
მერიის აქრიტექტურის სამსახურში ამ ეტაპზე შემოსული განაცხადის საფუძველზე შეთანხმებულია მხოლოდ პროექტი, ნებართვა გაცემული არ არის. პროექტი 2015 წლის 22 მაისს შეთანხმდა, განმარტავს მერია.
თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე სკვერში მერიამ სასტუმროს მშენებელობის ნებართვა გასცა.