ახალი ამბები

სანიკიძის თქმით, 139-ე სკოლაში მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, გამოცდებზე ღელვას უკავშირდება

4 ივნისი, 2015 •
სანიკიძის თქმით, 139-ე სკოლაში მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, გამოცდებზე ღელვას უკავშირდება

“ეს, ალბათ, უფრო უკავშირდება იმ შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარებას, რომლის დროსაც ბავშვებმა ან ინერვიულეს, ან ემოციურად იყვნენ განწყობილი. შესაბამისად, იყო ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰაერის უკმარისობა და უმნიშვნელო მუცლის ტკივილი. თუმცა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გუშინ ყველა ფეხზე დავაყენეთ, შევამოწმეთ ბავშვები, წავიყვანეთ, მოვუარეთ. საბედნიეროდ, ბავშვებს არაფერი ჭირთ”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ დღეს, 4 ივნისს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიასთან საუბარში.

 

აღნიშნულ ფაქტზე ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ჯერ დადგენილი არ არის, რამ გამოიწვია აღნიშნული სიმპტომები.

 

“ჯერჯერობით სკოლის ტერიტორიაზე რაიმე მომწვამვლელი სუბსტანციის არსებობა არ დადასტურდა. რაც შეეხება მიზეზს, ვფიქრობ, დღის განმავლობაში უკვე დაზუსტებული გვექნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, გუშინ, 3 ივნისს თბილისში, 139–ე სკოლაში 8 ბავშვის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი