ახალი ამბები

ტრამპი 16 წლის ტუნბერგზე დამცინავ განცხადებას აქვეყნებს

13 დეკემბერი, 2019 • 1140
ტრამპი 16 წლის ტუნბერგზე დამცინავ განცხადებას აქვეყნებს

აშშ-iს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე 16 წლის აქტივისტზე, გრეტა ტუნბერგზე დამცინავ ტვიტს აქვეყნებს. 73 წლის ტრამპი წერს, რომ ტუნბერგს სიბრაზესთან პრობლემები აქვს და აჯობებდა, თუ მეგობრებთან ერთად რაიმე ფილმს ნახავდა.

„როგორი სასაცილოა. გრეტამ უნდა იმუშაოს სიბრაზის მართვის პრობლემაზე, შემდეგ წავიდეს და ერთი კარგი ძველმოდური ფილმი ნახოს მეგობრებთან ერთად! მოეშვი!,“ – წერს ტრამპი გრეტა ტუნბერგზე იმის შემდეგ, რაც ის TIME-ის წლის ადამიანად დაასახელეს.

ამ ტვიტს ტვიტერზევე ტუნბერგიც გამოეხმაურა. მან ტრამპის სიტყვები ე.წ. აღწერაში გაიტანა. ახლა გრეტას ტვიტერის ანგარიში გამოიყურება ასე:

„თინეიჯერი, რომელიც მუშაობს თავისი სიბრაზის მართვაზე. ამ დროისთვის მოშვებულია და უყურებს ერთ კარგ ძველმოდურ ფილმს მეგობართან ერთად“, – წერს გრეტა.

გარდა ამისა, გრეტას წლის ადამიანად დასახელებიდან მალევე ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნდა ე.წ. დაფოტოშოპებული ფოტო, რომელზეც TIME-ს მიერ გადაღებულ გრეტას ფოტოზე ტრამპის სახეა ასახული. ამავე პოსტში წერია, რომ გრეტას ნაცვლად, წლის ადამიანად ტრამპი უნდა დასახელებულიყო:

გრეტა ტუნბერგი TIME-ის წლის ადამიანად დაასახელეს

მასალების გადაბეჭდვის წესი