“ნეტგაზეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, “ლომისობასთან” დაკავშირებით დილის 6 საათიდან მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 45 მაშველი, რომლებიც სოფელ მლეთიდან ლომისის სალოცავამდე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე არიან გადანაწილებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სალოცავიდან ჩამოყვანილია 20 დაშავებული, რომელთაც სხვადასხვა დაზიანებები აქვთ.
მლეთაში ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიკარგა. რომლებიც მაშველებმა იპოვეს და მშობლებს მიუყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მლეთაში მაშველები გვიან ღამემდე დარჩებიან.