ახალი ამბები

ისტორიის ინსტიტუტის შენობა კომპანია m2-მა შეიძინა

3 ივნისი, 2015 •
ისტორიის ინსტიტუტის შენობა კომპანია m2-მა შეიძინა

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, m2-მა შენობა 2015 წლის 19 მაისს დაირეგისტრირა საკუთრებაში. კომპანიის განცხადებით, მან შენობა კერძო მფლობელისგან იყიდა.

 

m2 ხაზს უსვამს იმას, რომ შენობა ძეგლის სტატუსის მატარებელი არაა და მისი “ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა”.  

 

“ამ შენობაში m2 განახორციელებს ქალაქისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ პროექტს, სადაც ბევრი ადამიანი დასაქმდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც დავიწყებთ პროექტირების პროცესს“ – განაცხადეს დეველოპერულ კომპანია m2-ში.

თუ რა პროექტზეა საუბარი, კომპანია ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

 

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015
ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015

ლაურა ღაჭავა, შენობის ყოფილი მეპატრონე ამბობს, რომ შენობა m2-ს კი არ მიჰყიდა, არამედ კომპანიასთან დადო შეთანხმება, რომ მან შენობა უნდა გაარემონტოს. ღაჭავას თქმით, სამშენებლო კომპანია m2-ის მფლობელი “საქართველოს ბანკი” “ქართუ ბანკს” გადაუხდის იპოთეკის ფულს და ის გახდება შენობის მფლობელი.

 

“საქართველოს ბანკი ფულს აძლევს ქართუ ბანკს და იპოთეკარი შეიცვლება – “ქართუს” ნაცვლად “საქართველოს ბანკი”, – ამბობს ლაურა ღაჭავა. თუმცა, საჯარო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული შენობის მესაკუთრეა უკვე კომპანია m2-ი და მოიხსნა ქართუ ბანკის იპოთეკაც.

 

ისტორიის ინსტიტუტის შენობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული. მასში 1980 წლიდან საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტია განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი