ახალი ამბები

ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა

13 დეკემბერი, 2019 • 1111
ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოსთან ყვავილების სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა.

დოლიძე ამ პერფორმანსით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის არჩევას და თქვა, რომ აღნიშნული მოსამართლეების დანიშვნით საქართველოში მართლმსაჯულების იმედიც გარდაიცვალა.

“ჩვენი მართლმსაჯულება, იმედი მართლმსაჯულებისა საქართველოში, გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ უზენაეს სასამართლოს, ვუსამძიმრებ მოსამართლეებს, ვუსამძიმრებ “კლანს”. ეს არის სიმბოლური აქცია, რომელიც აპროტესტებს იმ უმსგავსობას, რომელიც გუშინ საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტმა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი, რომელსაც რეკომენდაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი