ახალი ამბებირეკლამა

თბილისის აეროპორტში 1 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

13 დეკემბერი, 2019 • 1919
თბილისის აეროპორტში 1 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი