ახალი ამბები

139–ე სკოლაში 8 ბავშვი მოიწამლა

3 ივნისი, 2015 •
139–ე სკოლაში 8 ბავშვი მოიწამლა

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვებს მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათი ინფორმაციით, 2 ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყჰავთ. 

 

“ადგილზე მისულ ბრიგადას დახვდა რამდენიმე ბავშვი იგივენაირი სიმპტომებით, შესაბამისად, მოხდა ბრიგადების დამატება,”– აცხასდებენ სასწრაფოში. 

 

თუ რამ გამოიწვია ბავშვების მოწამვლა, სასწრაფოში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი