ახალი ამბები

სასამართლომ უგულავას გირაო შეუფარდა და პასპორტი ჩამოართვა

12 დეკემბერი, 2019 • 877
სასამართლომ უგულავას გირაო შეუფარდა და პასპორტი ჩამოართვა

პროკურორის გიორგი ქობულაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა. ამასთან, როგორც პროკურორი ამბობს “მიმალვის საფრთხიდან გამომდინარე” სასამართლომ უგულავას დაავალა პასპორტი და პირადობის მოწმობა საგამოძიებო უწყებებს ჩააბაროს.

“საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთის მხრივ არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ასევე არის ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ასევე დაზარალებულის სვიტერი, რომელიც ამ კონფლიქტისას დაუზიანდა. ამ ეტაპზე ძირითადად ეს მტკიცებულებებია წარმოდგენილი. წინასასამართლო სხდომაზე 30 იანვარს დაინიშნა,”-აცხადებს პროკურორი.

სასამართლო პროცესს გიგი უგულავა და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ. როგორც ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა 11 დეკემბერს განაცხადეს, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს გაფრენის დარბაზში დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გიგი უგულავას ბრალი ძიუდოისტ გავაშელიშვილის ცემაში წაუყენეს.

გიგი უგუგლავა ამბობს, რომ ეს არის პროვოკაცია, აქამდე არ იცნობდა აღნიშნულ პირებს და ჩხუბი სწორედ მათ წამოიწყეს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი აღბეჭდილი იქნება სათავლთვალო ვიდეოკამერებზე.

თუმცა პროკურორი ირწმუნება, რომ ამ ვიდეოკადრების გამოყენების უფლება არ აქვთ. პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოსა და პასპორტის ჩამორთმევას მოითხოვს. საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი გოკა გაბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი