ეს განცხადება სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთარში, გადაცემა “არჩევანში” გააკთა:
“საქართველოში ვალუტის კურსი როცა გადავაბარეთ ივანიშვილს, იყო 1,62. იმაზე ნაკლები, ვიდრე შევარდნაძის დროს ჩავიბარეთ. კურსი ეფუძნება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ნახევარი წლის განმავლობაში ვიცოდით, რა კურსი იქნებოდა. ახლა კურსი გაუგებარია. ჩვენ დავუტოვეთ ბევრი ფული. მე ვაკონტროლებდი, რომ ეს ფული არ მოეპარათ. ეს იყო რამდენიმე მილაირდი. მათ დიდი ნაწილი ფულის მოიპარეს, ნაწილი დახარჯეს იაფფასიან პოპულიზმზე. ეს ფული დამთავრდა. ბიუჯეტში გარღვევაა. პრაკრუტკებით შეასრულებენ. ახალი ინვესტიცია არ შემოდის”.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ლარს ტურიზმი აჩრერებს:
“ერთადერთი, რაც ლარს აჩერებს, ეს არის მათ მიერ დაწუნებული და ჩემ მიერ თავსმოხვეული ტურიზმი. მე მჯერა, რომ საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი და გახდება კიდევ უფორ მიმზიდველი ტურიზმისთვის, ამას ყველა სკეპტიკურად უყურებდა.”
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.
ლარის კურსის გასამყარებლად 280 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.