ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოში, სამწუხაროდ, დაბრუნდა კორუფცია

2 ივნისი, 2015 •
სააკაშვილი: საქართველოში, სამწუხაროდ, დაბრუნდა კორუფცია

“ინვესტორებისათვის უნდა იყოს გასაგები ქვეყნის კურსი, თუ საით მიდის ქვეყანა, რა საქმეში დებს ფულს ინვესტორი. ასევე უნდა იცოდეს, რომ არ იქნება კორუფცია. საქართველოში დღეს, სამწუხაროდ, დაბრუნდა კორუფცია. ამას ამბობენ ნაცნობები და უცხოელები”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მშენებლობის პროცესი და პროექტები ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა: 


“თუ არ იპარავ- შენდება, თუ იპარავ – არ შენდება. როგორც კი შენს ინტერესს დებ ამ საქმეში, გიჩნდება დეიდაშვილები და ბიძაშვილები, საქმე არ კეთდება. მთავრი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკა ეცემა, რომ ამ კაცმა[ბიძინა ივანიშვილმა] ქვეყანა დააპრივატა, უნდა ქვეყანა გადასცეს შვილებს და შვილიშვილებს. ამიტომ ჩვენ ვაღწევდით, ისინი ვერა. ამის პირველი მიზეზია ივანიშვილი და მისი ხედვა”


სააკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” ქვეყანას ვერ მართავს: 


“შაბათ-კვირას რომელიმე ჩემს მინისტრს რომ არ აეღო ტელეფონი, ეს არ მოხდებოდა. ვაკონტროლებდი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და უნდა გვქონდეს მობილური მთვარობა და მორიგი ნიუსი ის კი არ უნდა იყოს, რომ ფინანსთა მინისტრმა მორიგი ციკანი შეჭამა. ახალი ამბები საქართველოში გაქრა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი