გიგი უგულავას საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს უგულავასთვის 5000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას და ჩამოერთვას პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი:

“პასპორტის ჩამორთმევის ერთ-ერთი საფუძველი არის მიმალვის საფრთხე, სწორედ ამ მიზნით ვითხოვთ ამ დამატებითი ღონისძების გამოყენებას”, – განაცხადა ქობულაძემ სხდომის დაწყებამდე.

გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღოისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. ამ საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მეორე დაპირისპირებული მხარიდანაა. ამავე საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი გოკა გაბაშვილი.

გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა გუშინ დილით განაცხადეს, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი ეხება ძალადობას, პირველი ნაწილი კი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამავე თემაზე

უგულავას ცნობით, პროკურატურა მისთვის პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს