ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩემი მინისტრობისას ჩვენ კლანებად დაშლილი შს სამინისტრო გავაერთიანეთ

31 მაისი, 2015 • 2317
ღარიბაშვილი: ჩემი მინისტრობისას ჩვენ კლანებად დაშლილი შს სამინისტრო გავაერთიანეთ

“ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე ახალმა მინისტრებმა გააგრძელეს პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ერთი ოჯახის პრინციპს. ჩვენ შევძელით ის, რომ რამდენიმე ნაწილად დაქსაქსული, შიდა ჯგუფებად თუ კლანებად დაშლილი სამინისტრო გავაერთიანეთ. მე შემიძლია ამაყად გითხრათ, რომ ეს ჩემი მინისტრობის დროს შევძელით, შემდეგ ახალმა მინისტრებმა გააგრძელეს,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, სისტემა ერთიანი, ძლიერი  და გამართული უნდა იყოს. მან ასევე ისაუბრა ისეთი ლიდერის საჭიროებაზეც, რომელიც მას უფრო ეფექტურს გახდის. 

“ყველამ კარგად იცის, რომ სისტემა უნდა იყოს გამართული, მაგრამ ამავდროულად სისტემას ჭირდება ლიდერი, რომელიც მომართავს სისტემას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მას,”– განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. 

ღარიბაშვილმა დაასახელა სამი პრინციპი, რომელზეც, მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა არის დაშენებული. 

“ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ყველაზე მთავარი – ადამიანობა, ჰუმანური მოპყრობა ჩვენი მოქალაქეებისადმი,”– განაცხადა მან. 

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, პოლიციელები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ბელარუსიდან, პოლონეთიდან,  გერმანიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან, პოლიციელის დღის აღსანიშნავად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ.

ქუთაისში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან 31.05.2015
ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან 31.05.2015

პოლიციის დღე. ფოტო– პრეზიდენტის Facebook გვერდიდან 31.05.2015
პოლიციის დღე. ფოტო– პრეზიდენტის Facebook გვერდიდან 31.05.2015

გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან  31.05.2015

პოლიციის დღე ქუთაისში. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან 31.05.2015
პოლიციის დღე ქუთაისში. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან 31.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი