ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში აქციის მონაწილეები დააკავეს

31 მაისი, 2015 •
აზერბაიჯანში აქციის მონაწილეები დააკავეს

საპროტესტო აქციით, რომელშიც დაახლოებით 400 ადამიანი მონაწილეობდა, მოქალაქეები მანათის დევალვაციით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და 19 მაისს ბაქოში მომხდარი ხანძრის გაჩენის ფაქტში დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.

 

აქცია ლოზუნგით “გადავრჩებით” იმართებოდა. პოლიცია ამოწმებდა თითოეულ პლაკატს, რომელიც მოქალაქეებს აქციაზე მოჰქონდათ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ის პლაკატები ჩამოართვეს, რომლებზეც 19 მაისს ბაქოში ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი კორპუსის ფოტო იყო ამობეჭდილი. 

 

“ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება კორპუსების ამ სინთეთიკური მასალებით მოპირკეთება. მაგრამ არავინ დაგვიჯერა. მაინცდამაინც 15 ადამინი უნდა მომკვდარიყო, რომ ამ მასალების დემონტაჟი დაეწყოთ. ამაზე მილიარდები იშოვეს, დღეს კი პასუხისმგებლობას გაურბიან”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ალი ქერიმლიმ.


ფოტო: კავკაზსკი უზელი
ფოტო: კავკაზსკი უზელი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი