ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი და პუტინი სამომავლო გეგმებს განიხილავენ

31 მაისი, 2015 •
თიბილოვი და პუტინი სამომავლო გეგმებს განიხილავენ

ამის შესახებ სააგენტო რეს-ს ლეონიდ თიბილოვის პრესსამსახურის უფროსმა, განა იანოვსკაიამ განუცხადა. 

 

“მოლაპარაკებების დროს მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროებში საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. ასევე, დღის წესრიგის მიხედვით, საუბარი შეეხება იმ შეთანხმებებისა და დოკუმენტების მომზადებას, რომლებიც მოსკოვსა და ცხინვალს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული”, განაცხადა იანოვსკაიამ. 

 

რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოსკოვში მიმდინარე წლის 18 მარტს მოაწერეს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი