“ძვირფასო მეგობარო, შეძრწუნებული ვარ თქვენი შვილის ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო. რთულია ვანუგეშოთ მშობელი, რომელმაც უძვირფასესი ადამიანი დაკარგა. უფალს შევთხოვთ ნათელში ამყოფოს მისი სული. ამ მძიმე წუთებში მიიღეთ ჩემი სამძიმარი და ქართველი ხალხის თანადგომა,”– ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის სამძიმრის განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც.
“გულწრფელად ვუსამძიმრებ შვილის დაკარგვას საქართველოს დიდ გულშემატკივარს და მეგობარს ჯოზეფ ბაიდენს,”– წერს ხიდაშელი.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვაჟის ბოს გარდაცვალების გამო. გ…
Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on Sunday, May 31, 2015
BBC-ის ცნობით, ბო ბაიდენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უკანასკნელი წლების განმავლობაში აწუხებდა. ის აპირებდა, რომ 2016 წელს დელავერის შტატის გუბერნატორის თანამდებობისთვის ებრძოლა.
ვიცე– პრეზიდენტის შვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ბარაკ ობამა, ასევე, ბილ და ჰილარი კლინტონები
Hillary & I mourn the loss of Beau Biden – so full of life, love, honor, and service – and we pray for the strength of his wonderful family.
— Bill Clinton (@billclinton) May 31, 2015