ახალი ამბები

არ ვიღებ პასუხისმგებლობას – ნადირაშვილი პარლამენტში ინციდენტზე

12 დეკემბერი, 2019 • 1520
არ ვიღებ პასუხისმგებლობას – ნადირაშვილი პარლამენტში ინციდენტზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე.

„გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან… ასე უაპელაციოდ ხელს იშვერენ ჩემზე. პირდაპირ ვამბობ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე. ნამდვილად არ ვიღებ ამ პასუხისმგებლობას“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

13:12 საათზე პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რადგან ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა. დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი არასასიამოვნო სუნი დადგა. უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა თქვა, რომ შეუძლოდ გახდა ამ სუნის გამო.

უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ სუნის გავრცელება ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის ირმა ნადირაშვილის შემოსვლას მოჰყვა და მას დაუკავშირეს იცნიდენტი, რაც ნადირაშვილმა უარყო და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მოძრაობა „სირცხვილიამ“ ფეისბუკზე დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა სირცხვილია“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი