ახალი ამბები

პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა

30 მაისი, 2015 •
პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა
პოროშენკომ შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.
 
 
“ჩვენ უკრაინისა და ოდესის სიყვარული გვაერთიანებს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს,”– წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე. 
 



Підписав указ про призначення Міхеіла Саакашвілі головою Одеської обласної державної адміністрації.Нас об’єднує любов …

Posted by Петро Порошенко on Saturday, May 30, 2015

 

როგორც უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა იგორ შევჩენკომ  საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა, ოდესის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას რეკომენდაცია მინისტრთა კაბინეტმა გაუწია

 

თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობისათვის მას არ ჭირდებოდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქედ რჩებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი