გამოცემის ცნობითვე, ასეთი ერთობლივი კომისიის შექმნის შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულადმა მიმდინარე წლის თებერვალში მიაღწიეს.
აშშ-დან არაერთხელ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები ირღვევა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბარაკ ობამაც ისაუბრა. თუმცა, ასევე ოფიციალურ განცხადებებში, ამ საკითხში აზერბაიჯანი აშშ-ს ორმაგ სტანდარტებში ადანაშულებს.
| ||