ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” “მარიხუანის” დეკრიმინალიზაციას მხარს უჭერენ

2 ივნისი, 2015 •
“თავისუფალი დემოკრატები” “მარიხუანის” დეკრიმინალიზაციას მხარს უჭერენ

პარტიის ერთერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აქციის პათოსს უერთდება:

“ჩვენი პარტია, “თავისუფალი დემოკრატები” ერთ-ერთ პირველი ვიყავით, ვინც ზოგადად დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანის და პლანის მოხმარებისათვის ადამიანები არ უნდა ხვდებოდნენ ციხეში. თუ სახელმწიფოს აქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე, მე მგონი, სადაც დემოკრატია არ არის, იქაც არ იჭერენ ადამიანებს, არ სვამენ მოხმარებისთვის ციხეში. მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ცვლილება მოხდეს, მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ჩვენ მოვალთ.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი