ახალი ამბები

ხანგოშვილის საქმის პასუხად რუსეთმა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა

12 დეკემბერი, 2019 • 1045
ხანგოშვილის საქმის პასუხად რუსეთმა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით სახელისუფლებო მედიასაშუალება RIA ავრცელებს. მათი თქმით, ეს საპასუხო რეაქცია იყო გერმანიის მიერ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმის გამო. გარდა ამისა, რუსულმა მხარემ გერმანიის ელჩს საპროტესტო ნოტაც გადასცა.

მანამდე გერმანიამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმიტომ, რომ რუსული მხარე არ დაეხმარა მათ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში. გერმანული მხარის თქმით, მკვლელობაში რუსულმა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა.

მანამდე ხანგოშვილის მიმართ ინტერესი დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც – მან ხანგოშვილს „ბოევიკი“ უწოდა და მოსკოვის მეტროში ტერაქტების ორგანიზტორად მოიხსენია.

“ის იყო ბოევიკი” – პუტინი ხანგოშვილის მიმართ რუსეთის ინტერესს ადასტურებს

მასალების გადაბეჭდვის წესი