ახალი ამბები

ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით კლანის დაკანონება სასამართლოში – მშვენიერაძე

12 დეკემბერი, 2019 • 1201
ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით კლანის დაკანონება სასამართლოში – მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძის თქმით,  იურიდიულ კომიტეტში უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების დამტკიცების პროცესი მძიმე სანახავი იყო. მშვენიერაძის შეფასებით, კომიტეტმა საკუთარი გადაწყვეტილებით სასამართლოში ე.წ კლანის დაკანონებას შეუწყო ხელი.

“დღეს რაც ვნახეთ, მძიმე სანახავი იყო, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მსუბუქი ფილმია იმასთან შედარებით, რაც რეალურად მოხდა. კომიტეტმა ღიად გამოუცხადა ნდობა ადამიანებს, რომლებიც ელემენტარულ სამართლებრივ კითხვებზე პასუხს ვერ სცემდნენ. ჩვენ ვნახეთ, როცა პარლამენტის წევრები თვალებშიც არ უყურებდნენ ერთმანეთს, ისე წევდნენ ხელს. თადუმაძის დიპლომზე მსჯელობა არც კი ყოფილა. განხილვა არ შედგა, აკმაყოფილებდნენ თუ არა კანდიდატები კრიტერიუმებს. უბრალოდ ადგნენ და ხელი ასწიეს. ეს არ იყო არც კომიტეტის სხდომა და არც გადაწყვეტილება. იქამდე იყო გამჭვირვალე პროცედურებით, რომელიც წყალში გადაიყარა. ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით კლანის დაკანონება სასამართლოში”,-აცხადებს მშვენიერაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან დადებითი რეკომენდაცია 14 ადამიანს გაუწია. ამ კანდიდატებმა კომიტეტის წევრების მინიმუმ 6 ხმა მაინც მიიღეს. წინააღმდეგ ხმას მხოლოდ ეკა ბესელია აძლევდა. დანარჩენი ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი