ახალი ამბები

ღარიბაშვილმა ზუგდიდში McDonald’s-ის რესტორანი გახსნა

2 ივნისი, 2015 •
ღარიბაშვილმა ზუგდიდში McDonald’s-ის რესტორანი გახსნა

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, რესტორანი 5 თვეში აშენდა და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.

 

„ეს არის უნიკალური პროექტი. მსგავსი ტექნოლოგიებით გაკეთებული რესტორანი მეხუთეა ევროპაში და მისასალმებელია, რომ ის ზუგდიდში გაიხსნა. რესტორნის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი. ჩვენ გვიხარია, რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

რესტორანში დასაქმებულია 70 ახალგაზრდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც არის საქართველოში McDonald’s-ის რესტორნების ქსელის მფლობელი, ზუგდიდის საპატიო მოქალაქედ დასახელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი