ახალი ამბები

მსოფლიო წლის მეწარმის გრანდიოზულ დაჯილდოებაზე მამუკა ხაზარაძე საქართველოს წარმოადგენს

2 ივნისი, 2015 • 1195
მსოფლიო წლის მეწარმის გრანდიოზულ დაჯილდოებაზე მამუკა ხაზარაძე საქართველოს წარმოადგენს

მისი პერსონით საერთაშორისო მედია უკვე დაინტერესდა. მამუკა ხაზარაძესთან დაგეგმილი აქვთ ინტერვიუები BBC, CNBC, Financial Times- ის და სხვა წამყვანი მედია საშუალებების ჟურნალისტებს.

 

მამუკა ხაზარაძე შეხვდრებს გამართავს ასევე მსოფლიოს წამყვან ბიზნესმენებთან. მასთან ერთად მონაკოში გაემგზავრებიან: რუსლან ხოროშვილი (EY საქართველოს მმართველი პარტნიორი), ქეთევან ბოჭორიშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და “წლის მეწარმე 2014” -ის ჟიურის წევრი).

 
2014 წლის მეწარმე საქართველოში – მამუკა ხაზარაძე (თიბისი ჯგუფი) EY საქართველომ (Ernst & Young ჯგუფის წევრი ფირმა) 2014 წლის ნოემბერში დააჯილდოვა. კონკურსი EY მეწარმე Of The Year წელს პირველად ჩატარდა საქართველოში. დაჯილდოების ისტორია უკვე 29 წელს ითვლის და წლის მეწარმის გამოსავლენად მსოფლიოს დაახლოებით 60 ქვეყანასა და 140 ქალაქში ტარდება.

 
“ასეთ მასშტაბურ და პრესტიჟულ ბიზნესდაჯილდოებაში საქართველოს სახელით მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პერსონალურად ჩემთვის და თიბისი ჯგუფისათვის, ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნისათვის. ეს კონკურსი არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ქართულ ბიზნესს გადაიყვანს განვითარების ახალ ეტაპზე “, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
 

“გარდა მონაწილეებისა, დაჯილდოების ცერემონიას წელს დაესწრებიან ძალიან საინტერესო მოწვეული სტუმრები, მაგალითად Starbucks დამფუძნებელი. მონაკო – ეს იქნება პლაცდარმი სადაც ყველა მონაწილეს ექნება საშუალება, საფუძველი ჩაუყაროს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც ამ კონკურსის ერთ-ერთი მიზანია “, – აცხადებს რუსლან ხოროშვილი.
 

EY აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური გარიგებებისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მსოფლიო ლიდერია. ორგანიზაცია ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრებისა და ეკონომიკის მიმართ ნდობის გაღრმავებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი