ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ტურისტების რაოდენობა შემცირდა

2 ივნისი, 2015 •
შსს-ს ცნობით, ტურისტების რაოდენობა შემცირდა

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, მთლიანობაში, 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1 835 545 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ ვიზიტების 35.7% ტურისტებზე მოდის (656 068 ვიზიტი), 22.1% – ტრანზიტზე (405 208 ვიზიტი) და 42.2% – სხვა მიზნით ვიზიტზე (774 269 ვიზიტი).

 

შსს-ს ცნობით, 2015 წლის მაისში 454 545 ვიზიტი განხორციელდა საქართველოში, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+0,5%), აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა.

 

“ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად, 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 42% და 43%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 639 %-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 15%-იანი ზრდა”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი