სააგენტოს ცნობით, რუსეთში 70%-ით შემცირდა ქართული ღვინის ექსპორტი, ხოლო უკრაინაში – 57%-ით. საერთო ჯამში, 2015 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში 10 455 407 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 4 760 721, ყაზახეთი – 1 731 126, უკრაინა – 1 072 530, პოლონეთი – 644 672, ჩინეთი – 602 917 ბოთლი. ამასთან, სააგენტოს ცნობით, 2015 წლის იანვარ-მაისში, ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით გაიზარდა ჩინეთში, 20%-ით იაპონიაში, 28%-ით აშშ-ში, 149%-ით კანადაში, 16%-ით ესტონეთში, 5-5 პროცენტით კი, ლატვიასა და გერმანიაში.
სააგენტოს ცნობით, მართალია წლევანდელი მონაცემები ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს (ექსპორტირებული იყო 22 779 153 ბოთლი ღვინო), მაგრამ აღემატება 2013 (ექსპორტირებული იყო 9 212 386 ბოთლი) და 2012 წლის (ექსპორტირებული იყო 7 240 265 ბოთლი ღვინო) მონაცემებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2015 წლის იანვარ-მაისში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 973 829 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 5 714 271 აშშ დოლარს აღწევს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (1 294 883) და უკრაინა (458 544).





