ახალი ამბები

ომბუდსმენი მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონის შეცვლას ითხოვს

2 ივნისი, 2015 •
ომბუდსმენი მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონის შეცვლას ითხოვს

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სტატუსის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ ეხმიანება მარტოხელა მშობლისა და მისი შვილის ან შვილების ინტერესებს.

 

სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების ერთ–ერთი საფუძველია პირის დაქორწინება, რაც ავტომატურად არ გულისხმობს ბავშვის მიმართ მამინაცვლის ან დედინაცვლის მოვალეობების წარმოშობას.

 

საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების მიხედვით, აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი საჭიროა შეიცვალოს იმგვარად, რომ სტატუსის გაუქმების საფუძველი არა მშობლის ქორწინება, არამედ ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წარმოშობის შემთხვევა დაფიქსირდება

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მის მიერ წარდგენილი წინადადების შესრულება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისაკენ. 

საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი