09:30 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში კონფერენცია გაიმართება.
თემა: `ინტეგრაციის ახალი ტრაექტორიები კავკასიაში: კონფლიქტებისა და უსაფრთხოების გამოწვევები~.
ადგილი: ჩიტაძის ქ. #3ა
10:00 სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” ევროპის საბჭოს და ევროკავშირის “ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის” პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრებიან.
10:30 თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ტრანსპორტის მდგომარეობა და სატრანსპორტო ნაკადი თბილისში, საცობები.
10:30 პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #224
11:00 დიღმის #23-ე საბავშვო ბაღში (ძველი ბაზრის მოპირდაპირე მხარეს) წარმოდგენილი იქნება სიმულაცია მიწისძვრის დროს, სადაც ბაღის აღსაზრდელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, სიმულაციურ კატასტროფას გაითამაშებენ.
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი ემზარ პაქსაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
თემა: ბიზნესმენ ოთარ მახარაძის საქმე, რომელსაც ემზარ კვიციანთან კავშირის გამო ქონება ჩამოართვეს.
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “რეფორმატორების”ლიდერი ირაკლი ღლონტი ბრიფინგს გამართავს.
თემა: საქართველოს მთავრობის განცხადება უმუშევრობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით, დაგეგმილი საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან.
11:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „სითი პარკთან“ დაკავშირებული ქუცნაშვილის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
11:30 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში აკაკი მინაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:45 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, პოლიტიკური ლიდერების ხელფასები და პრემიები.
12:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: რა კავშირი აქვს გიორგი ქადაგიძეს სახალხო ბანკის აქციების უკანონოდ გასხვისებასთან.
მის: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ლევან თარხნიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კახეთის გზატკეცილი #45ა
12:00 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
12:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში “მომავალი ვარსკვლავების სააგენტო “პრეზენტაციას გამართავს, სადაც საუბარი იქნება სააგენტოს მომსახურების სერვისებზე.
12:00 “თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ოფისის ხელმძღვანელები ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი, კამპანიის “დიალოგი მოსახლეობასთან” ფარგლებში, სოფელ ნასაგურის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლა.
13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტის” დირექტორი ლადო ბოჟაძე საარჩევნო სისტემასთან და ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
14:00 საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ინდოეთის საელჩო საქართველოსა და სომხეთში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისის მერია და იოგას ცენტრი “ანანდა” იოგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრება.
ადგილი: რუსთაველის გამზ. #6
14:00 მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ერთწლიანი მედია კვლევის და გამოცემების პრეზენტაციას გამართავს.
მის: ლადო ასათიანის ქ. #62
14:00 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთხი N438
16:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
18.00 კანცელარიასთან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.
19:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ჩრდილოეთ კავკასიელი ქალების ცხოვრება და მდგომარეობა. გაიმარტება ჩვენება ფილმისა „არ მომცე უფლება, გავჩერდე“.
20:00 შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის რიგით მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის “ამირანის” გახსნის ცერემონია გაიმართება.