ახალი ამბები

მარჯანიშვილის მეტროსთან 2 ადამიანი დაჭრეს

11 დეკემბერი, 2019 • 1307
მარჯანიშვილის მეტროსთან 2 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს. ინციდენტი დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი