ჩხოროწყუს ცენტრში განთავსებულ მონიტორზე საახალწლო ანიმაცია რუსულენოვანი წარწერით იყო განთავსებული. როგორც ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა “ნეტგაზეთთან” ამბობს, რუსული წარწერა, სავარაუდოდ, “გაიპარა” და ის მონიტორზე რამდენიმე წუთით ჩანდა:
“ეკრანზე იყო ერთი ეპიზოდი, სადაც რუსული წარწერა იყო გაპარული, თორემ საახალწლო რუსული მანდ არაფერი არ არის. ეტყობა, ტვირთავდნენ. სიმართლე გითხრათ, საქმის კურსში არ ვარ საახალწლო ანიმაციებსა და ა.შ. ის იყო გაპარული. ეს პრობლემა არ იქნება, შეცვლიან აუცილებლად”, – ამბობს გოგუა “ნეტგაზეთთან”.
მერის განმარტებით, აღნიშნულ მონიტორს უკვე სამი თვეა იყენებენ და მასზე რეგიონის ტურისტულ ღირშესანიშნაობებსა და რეკლამებს ანთავსებენ.
დათო გოგუას თქმით, ამჟამად მონიტორი გამორთულია და მასზე ახალი ანიმაცია ჩაიტვირთება.
