ახალი ამბები

ევროსაბჭოსადმი მიძღვნილ “ოცნების” ღონისძიებაზე დიპლომატები მიწვეული არ არიან

11 დეკემბერი, 2019 • 1176
ევროსაბჭოსადმი მიძღვნილ “ოცნების” ღონისძიებაზე დიპლომატები მიწვეული არ არიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება “სუფთად პარტიულია და არ იქნებოდა ლამაზი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელბის შეწუხება”, – ამის შესახებ კალაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალაძისვე თქმით, სწორედ მმართველი პარტიის ორგანიზებითა და დაფინანსებთ ჩამოიყვანენ მოსახლეობას რეგიონებიდან.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ანონსის მიხედვით, “ქართული ოცნების” მიერ 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

14 დეკემბრის აქციაზე ტრანსპორტირების ხარჯებს “ქართული ოცნება” დაფარავს – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი