თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, “ქართული ოცნების” საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ “ქართული ოცნების” აქციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას.
“ტრანსპორტირების ხარჯებს “ქართული ოცნება “თავის თავზე იღებს და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება დედაქალაქში ჩამოსვლა” ,- ამის შესახებ კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება, რომელსაც საზეიმო ხასიათი ექნება.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ანონსის მიხედვით, “ქართული ოცნების” მიერ 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.