ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, თეთნულდიდან 3 პოლონელი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს

1 ივნისი, 2015 • • 1091
შსს-ს ცნობით, თეთნულდიდან 3 პოლონელი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს

შსს-ს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით დილით 10 საათისთვის შევიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ.

 

მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო 4 ათას 200 მეტრზე მყოფი მთასვლელები ბარში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, სამაშველო-საძიებო ღონისძიებაში ჩაერთვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის პირველი ქვეგანყოფილების სამთო მაშველები, რომელთაც აქტიურ დახმარებას უწევდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. მოგვიანებით, განსაკუთრებულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზიდან დამატებით გავიდა მაშველთა ჯგუფი, აცხადებს შსს.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა შეძლეს ტურისტების თეთნულდიდან უვნებლად ჩამოყვანა. შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

თეთნულდი
თეთნულდი

მასალების გადაბეჭდვის წესი