ახალი ამბები

ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავები ამბობენ, რომ თავდამსხმელს რუსეთთან აქვს კავშირი

1 ივნისი, 2015 •
ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავები ამბობენ, რომ თავდამსხმელს რუსეთთან აქვს კავშირი

“99% დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის მხრიდანაა და პიროვნებას რომ ვიცნობდე, ალბათ რაღაცას ვიზამდით, რომ არ მომხდარიყო ასეთი რამე”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს მუჰამედ ხანგოშვილმა, ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ.

 

ისინი მიანიშნებენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთში ძებნილია. იგი რუსეთ-ჩეჩნეთის ომში საველე მეთაური იყო.

 

ზელიმხან ხანგოშვილი 4 დღის წინ დაჭრეს. იგი დღეს დაკითხეს. 

 

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას უკავშირდება. კონკრეტულად, ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ლოპოტის ხეობაში აღნიშნული მოვლენების დროს ახმედ ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამის შესახებ დეტალურად სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიცაა აღწერილი. 

ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი