ახალი ამბები

2 ივნისს საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

1 ივნისი, 2015 • • 1036
2 ივნისს საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

პრეზიდენტის სასახლეში ტოომას ჰენდრიკ ილვესის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.  

 

საქართველოსა და ესტონეთის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ, აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

რეგლამენტის მიხედვით, ვიზიტის მეორე დღეს, ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება.  

 

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია ტოომას ჰენდრიკ ილვესის  სიტყვით  გამოსვლა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოზე. 

 

ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზაბულ ღონისძიებაში. 

ტოომას ჰენდრიკ ილვესი (C) ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი
ტოომას ჰენდრიკ ილვესი (C) ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი