საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ტურისტებმა დახმარების თხოვნით მათ დღეს, დილის საათებში მიმართეს.
“მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად ჩამოვიყვანოთ,”– განაცხადეს სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, ამინდი თეთნულდზე დღეს დილიდან გაუარესდა.





